top of page

ვებ-საიტი WWW.PAY.CAMP.EDU.GE წარმოადგენს „ბანაკი ერუდიტის“ საკუთრებას.

„ბანაკი ერუდიტის“ მთავარი ვებ-საიტია: WWW.CAMP.EDU.GE, ხოლო WWW.PAY.CAMP.EDU.GE არის დამხმარე ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის გადახდების მიღება.

„ბანაკი ერუდიტის“ მთავარი ვებ-საიტია: WWW.CAMP.EDU.GE, ხოლო WWW.PAY.CAMP.EDU.GE არის დამხმარე ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის გადახდების მიღება.

თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@camp.edu.ge

1. ზოგადი პირობები

ტერმინთა განმარტება:
ჩვენ – „ბანაკი ერუდიტი“ (შემდგომში „კომპანია“ ან camp.edu.ge ან pay.camp.edu.ge);
თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;

ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.

ვებ-საიტით WWW.PAY.CAMP.EDU.GE სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ უკვე რეგისტრირებული ხართ „ბანაკი ერუდიტის“ ვებ-საიტზე WWW.CAMP.EDU.GE, ასევე ადასტურებთ, რომ ხართ ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის მშობელი, მეურვე (კანონიერი წარმომადგენელი) ან ახლო ნათესავი.

ვებგვერდით WWW.PAY.CAMP.EDU.GE სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ უკვე რეგისტრირებული ხართ „ბანაკი ერუდიტის“ ვებ-საიტზე WWW.CAMP.EDU.GE, ასევე ადასტურებთ, რომ ხართ ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის მშობელი, მეურვე (კანონიერი წარმომადგენელი) ან ახლო ნათესავი.

ვებ-საიტით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ:

  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;

  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;

  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;

  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;

  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-საიტის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებ-საიტების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

2. საბანაკო მომსახურებისათვის თანხის გადახდა შესაძლებელია „ბანაკი ერუდიტის“ გადახდების ვებ-საიტიდან WWW.PAY.CAMP.EDU.GE, თანხის გადახდამდე აუცილებლია ბანაკში მნაწილეობის მსურველი რეგისტრირებული იყოს „ბანაკი ერუდიტის“ ვებ-საიტზე WWW.CAMP.EDU.GE

  • საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ ინფორმაციას, საიტზე არასრულწლოვანი პირის ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ ასევე ეთანხმებით იმას, რომ არასრულწოვანი პირის ინფორმაციის შეყვნის, დამუშავების და „ბანაკი ერუდიტისთვის“ აღნიშნული ინფრმაციის გადაცემის შესახებ უფლება გაქვთ არასრულწოვანი პირის მშობლის ან მეურვის (კანონიეერი წარმომადგენლის) მხრიდან:

3. მომსახურების მიღებისა და ვებ-საიტის გამოყენების პირობები

  • შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე: ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებ-საიტის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს

2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით

3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

2.1.კონფიდენციალურობა ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი სახის პირად საიდენთიფიკაციო ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ:
ინფორმაცია ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის შესახებ, ინფორმაცია ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის მშობლის ან მეურვის (კანონიერი წარმომადგენლის) შესახებ.

2.2.პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება ბანაკში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდის იდენტიფიკაცია.

ასევე პირადი საიდენთიფიკაციო და საკოტაქტო ინფრმაციით ჩვენ ვახედენთ ბანაკში მოონაწილეობის მსურველი ახალგაზრდის მშობლის ან მეურვის (კანონიერი წარმომადგენლის) იდენთიფიცირებას.

ჩვენ შეიძლება გთხოვოთ ბანაკში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდის შემდეგი ინფორმაცია: 
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი რეგიონი და რაიონი).

საჭიროების შემთხვევაში ბანაკში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდის მშობელს ან მეურვეს (კანონიერ წარმომადგეელს) უფლება აქვს ახალგაზრდის შესახებ მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია მაგალითად:

აქვს თუ არა ალერგია რაიმე ტიპის საკვებზე, იღებს თუ არა რაიმე ტიპის მედიკამენტებს, აქვს თუ არა რაიმე სახის მოტეხილბა ან სხვა...

ჩვენ შეიძლება გთხოვოთ ბანაკში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდის მშობლის ან მეურვის (კანონიერი წარმომადგენლის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია: 

(სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი რეგიონი და რაიონი).

თანხის გადახდის დროს ვებ-საიტზე WWW.PAY.CAMP.EDU.GE ჩვენ კვლავ შეიძლება გთხოვოთ, როგრც ბანაკში მონაწილეობის მსურველის, ასევე მისი მშობლის ან მეურვის (კანოიერი წარმომადგენლის) პეროსნალური მონაცემების შეყვანა.

ჩვენ ინფორმაციის ხელახლა შეყვანას ვითხოვთ „ბანაკი ერუდიტის“ გადახდების ვებ-გვერდზე WWW.PAY.CAMP.EDU.GE, რადგან მოვახდინოთ ბანაკის ძირითად ვებ-საიტზე WWW.CAMP.EDU.GE რეგისტრირებული მონაწილის იდენთიფიცირება და შესაბამისი გადახდის მიღება, დამუშავება და დადასტურება.

როდესაც თქვენ ჩვენი ვებ-საიტის WWW.PAY.CAMP.EDU.GE მეშვეობით იხდით ბანაკის მონაწილეობის საფასურის,

თქვენ გადამისამართდებით ჩვენი მომსახურე ბანკის „ს.ს საქართველოს ბანკის“ დაცული გადახდების სისტემაში

საბანკო საგადასახადო სისტემამ შესაძლოა მოგთხოვოთ მობაილ/ინერნეტ ბანკში ავტორიზაცია (შესვლა), ან პლასტიკური ბარათის მონაცემები როგორიცაა: ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის ძირითადი ნომერი, მოხმარების ვადა და უსაფრთხოების 3 ან 4 ნიშნიანი კოდი (რომელიც დატანილია ბარათის უკანა მხარეს).
საბანკო ინფორმაციის შეყვანა ხორციელდება მხოლოდ ჩვენი მომსახურე ბანკის „ს.ს საქართველოს ბანკის“ ჩანართში და „ბანაკი ერუდიტის“ ადმინისრაციას აღნიშნულ ინფრმაციაზე არ აქვს წვდმის უფლება.

თანხის გადახდის პრცესში შესაძლოა SMS ის სახით ჩვენი მომსახურე ბანკისგან „ს.ს საქართველოს ბანკისგან“ მოგივიდეთ ერთჯერადი კოდი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაწეროთ საქართველოს ბანკის ჩანართში თანხის გადახდის პროცესის დროს.

 

თანხის გადახდის შემდეგ შესაძლოა ასევე SMS ის სახით ჩვენი მომსახურე ბანკისგან „ს.ს საქართველოს ბანკისგან“ მიიღოთ ინფორმაცია გახორციელებული ტრანზაქციის შესახებ.

ჩვენი მომსახურე ბანკისგან „ს.ს საქართველოს ბანკის“ მიერ SMS შესაძლოა შემგივიდეთ შემდეგი დასახელებებით:

BOG;
SOLO;
AMEX;
4444 ან სხვა „ს.ს საქართველოს ბანკის“ ოფიციალური სათაურით.

 

ნებისმიერი საეჭვო საგადასახადო შეტყობინების შემთხვევაში გთხვთ დეტალები გადაამოწმოთ ბანკთან, ჩვენი სერვისითთ სარგებლბის შემთხვევაში მომსახურე ბანკის „ს.ს საქართველოს ბანკის“ ცხელი ხაზის ნომერია: 0322 444 444

„ბანაკი ერუდიტის“ მიერ SMS შესაძლოა შემგივიდეთ შემდეგი დასახელებებით:

CAMP;

ERUDITE;
BANAKI ან სხვა „ბანაკი ერუდიტის“ ოფიციალური სათაურით.

თუ შეტყობინება მიიღეთ „ბანაკი ერუდიტის“ შესახებ და შეტყობინებაში მოცემულია ვებ-საიტის ლინკი აუცილებლად დააკვირდით, რომ ლინკი იწყებდეს შემდეგი მისამართით:

WWW.CAMP.EDU.GE ან WWW.PAY.CAMP.EDU.GE.
ზემოხსენებულ დასახელებას თუ მოსდევს დახრილი ხაზი / და შემდეგ წერია სხვა რამე აღნიშნული არ არის საგანგაშო, მთავარია საიტის დასახელება იწყებოდეს ზემოხსენებული ორი კმბინაციიდან ერთ-ერთით.

ბანაკთან დაკავშირებით ნებისმიერი საეჭვო შეტყობინების შემთხვევაში გთხვთ დეტალები გადაამოწმოთ ბანაკის ადმინისტრაციასთან +995 533 33 21 33 ან +995 599 241 261 ან გამოიყენეთ დისტანციური კომუნიკაციის ალტერნაიული არხები.

თქვენი პირადი ინფორმაცია არ გაიცემა მესამე პირზე თქვენი თანხმობის გარეშე.

2.3.არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია:
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებ-საიტზე.

2.4.არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

2.5.ინფორმაციის განახლება და შეცვლა

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

2.6.მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე:

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ახორციელებთ გადახდას საიტზე WWW.PAY.CAMP.EDU.GE ან თუ თქვენ რეგისტრირდებით ბანაკში ვებ-საიტის WWW.CAMP.EDU.GE ის მეშვეობით.

2.7ინფორმაციის უსაფრთხოება:

ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომელი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და “ ბანაკი ერუდიტს”  შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

2.კონფიდენციალურობის პოლიტიკა

სოც. მედია

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • TikTok

კონტაქტი

(+995) 599 24 12 61

(+995) 533 33 21 33

ტოპები

bottom of page