საზაფხულო ბანაკი 2026
II ნაკადი
30-1-2-3-4-5 ივნისი ~ ივლისი
მოგესალმებით
შეგახსენებთ, რომ თქვენ რეგისტრირებული ხართ „ერუდიტის“ საზაფხულო ბანაკის II ნაკადში.
თბილისის ჯგუფი:
30 ივნისს 08:30 საათზე გთხოვთ გამოცხადდეთ მეტრო სადგური „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან.
(თორნიკე ერისთავის ქუჩაზე).
თბილისის ჯგუფის ლიდერი:
501997503 მათე
დასავლეთის ჯგუფი:
თუ თქვენ ბანაკში მობრძანდებით დასავლეთ საქართველოდან გთხოვთ დეტალების შეთანხმების მიზნით დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599241261
.png)
ნებადართული/აკრძალული ნივთები
გადახედეთ ნივთებს და აუცილებლად წამოიღეთ:
პირადი ჰიგიენის ნივთები;
თეთრეული;
პირსახოცი;
სეზონური ტანსაცმელი;
არასეზონური ტანსაცმელი (გრილი ამინდებისთვის);
სეზონური ფეხსაცმელი;
ოთახის ჩუსტები.
რეკომენდირებული (არასავალდებულო) ნივთები:
ზურგჩანთა (გამოიყენებთ ლაშქრობებისას);
თერმოსის სტილის ბოთლი (გამოიყენებთ ლაშქრობებისას);
საცურაო კოსტუმი (სასტუმროში არის მინი აუზი).
ბანაკში აკრძალული ნივთები:
უსაფრთხოების რისკები
-
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი: ნებისმიერი ტიპის დანა, მაკრატელი ბასრი წვერით, ან სხვა ბასრი საგნები.
-
აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები: ასანთი, სანთებელა, ფეიერვერკები.
-
ელექტრო მოწყობილობები: უთო (თმის უთოს გარდა), ელექტრო ჩაიდანი, გამათბობელი ან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც ღია სპირალით მუშაობს (გარდა თმის ფენისა) (ხანძარსაშიშროების გამო).
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
-
მედიკამენტები (თვითნებური): ნებისმიერი წამალი ექიმის დანიშნულების გარეშე. (ჯობს, ყველა მედიკამენტი ბანაკის ლიდერს ბარდებოდეს შესანახად).
-
ალკოჰოლური და ენერგეტიკული სასმელები: კატეგორიულად შეუსაბამოა ბანაკის გარემოსთვის.
-
თამბაქოს ნაწარმი: მათ შორის ელექტრონული სიგარეტები და ვაიპები.
ტექნოლოგიები და კონცენტრაცია
-
ძვირადღირებული ტექნიკა: ძვირადღირებული ლეპტოპები, პლანშეტები ან ძვირფასი სამკაულები (დაკარგვის ან დაზიანების რისკის გამო).
-
გეიმინგ კონსოლები: პორტატული სათამაშო მოწყობილობები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვების სოციალიზაციას და პროგრამაში ჩართულობას.
სხვა
-
საკვები მალფუჭებადი პროდუქტები: მაგალითად, მალფუჭებადი რძის ნაწარმი, ხორციანი კერძები (ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით).
-
ძალიან ძვირადღირებული ნივთები/დიდი რაოდენობით ფული: ბავშვებს სჭირდებათ მინიმალური ჯიბის ფული, ზედმეტი თანხა დამატებით სტრესს ქმნის.
დამატებით გაითვალისწინეთ:
თუ თქვენ გადახდილი გაქვთ მხოლოდ ბანაკის ჯავშანი აუცილებელია გადაიხადოთ სრული საფასური.
შეგახსენებთ, რომ თუ თქვენ ბანაკში მობრძანდებით თბილისიდან ჯამში გადახდილი უნდა გქონდეთ 380 ლარი.
თუ ბანაკში მობრძანდებით დასავლეთიდან ჯამში გადახდილი უნდა გქონდდეთ 410 ლარი.
გთხოვთ თანხა გადაიხადოთ იმავე ინსტრუქციით, როგორც გადაიხადეთ ჯავშანი.
დანიშნულებაში აუცილებლად ჩაწერეთ ბავშვის სახელი გვარი და ნაკადი
1
Rezervasyonunuzu ödəmək üçün istənilən internet bankından istifadə edin.
(Gürcüstanın İnternet/Mobil Bankından istifadə etsəniz, üstünlük verilir)
2
Alıcının hesab nömrəsini daxil edin.
GE66BG0000000589548356
3
Alıcının adı
(Bank of Georgia xidmətindən istifadə etsəniz, avtomatik olaraq qeyd olunacaq)
Başqa bankdan istifadə edirsinizsə, alıcını daxil edin.
Düşərgə Erudit
4
Təyinatı daxil edin.
Reseptdə deyilir ki, uşaq:
Ad, soyad və axın tarixi
Məsələn:
Giorgi Qiorqadze 8 mart
.png)