top of page

მათე პოპიაშვილი
Düşərgə Foto Qalereyası
ბანაკის ლიდერი
ჩემი ყოველდღიურობა და თავისუფალი დრო სავსეა იმ აქტივობებით, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ვგიჟდები ახალი ადამიანების გაცნობაზე და მათთან ურთიერთობაზე. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია სპორტი, ჰაიკინგი და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვცდილობ, ხშირად ვიარო ველოსიპედით და, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი, განსაკუთრებით ბარსელონას მატჩებით ტკბობა. ხშირად ვქმნი და მიმყავს ინტელექტუალური თუ გასართობი თამაშები, მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ლექსების წერა, გეიმინგი და ფილმების ყურება.
Düşərgə Foto Qalereyası
იმიტომ ვარ ლიდერი, რომ მიყვარს ეს საქმე და თითოეული წამი ბანაკში. ბანაკის ლიდერობა ჩემთვის არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, საქმე, რომელსაც მთელი გულით ვაკეთებ. ვცდილობ, ვიყო მეგობრული, თითოეულ ადამიანთან სწორი დამოკიდებულება მქონდეს და შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. ჩემი ენერგიულობა და დაგროვილი გამოცდილება მეხმარება, რომ ნებისმიერი გამოწვევა დავძლიო, ვიყო სხვებისთვის საყრდენი და ბანაკში გატარებული დღეები ყველასთვის დაუვიწყარ თავგადასავლად ვაქციო.
Düşərgə Foto Qalereyası
ბანაკი მაძლევს იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს: ადამიანებთან ურთიერთობას, ახალ გამოწვევებს და განვითარებას. ის მზრდის როგორც პიროვნულად, ისე ლიდერად, მმატებს გამოცდილებას და მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი ენერგია და საქმის სიყვარული სხვებსაც გავუზიარო.
Düşərgə Foto Qalereyası
რატომ ერუდიტის ბანაკი? იმიტომ, რომ ერუდიტი არ არის უბრალოდ ბანაკი, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც წარმოუდგენლად თბილი და კარგი შიდა გარემოა. აქ ლიდერებს ერთმანეთთან განსაკუთრებული, სიყვარულითა და მეგობრობით სავსე დამოკიდებულება აქვთ, მონაწილეებს კი ისეთ ძლიერ მეგობრობას და დაუვიწყარ გარემოს ჩუქნის, სადაც თითოეული ჩვენგანი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებს აგროვებს. ჩემი მიზანია, ამ საოცარ ბანაკს დავუბრუნო და მივცე იმის ნახევარი მაინც, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
Düşərgə Foto Qalereyası
Düşərgə Foto Qalereyası
კომენტარი (13)
Rated 5 out of 5 stars.
5.0 | 9 Ratings
bottom of page
.png)
Mate. chemo. simpatiuro soflelo, dzalian magari da megobruli . masti xar.
Rembosgan❤️
Mate imdenad kargi piroovnebaa rom axali ziudos teknikebi maswavla da vemzadebi teddy rinertan sawidaot is imdenad magari vinmea rom kimanos rols sheasrulebda
კაროჩე კაი ტიპია რა ბარსას ფანია მაგრამ რეალ მადრიდის მაიკა აქვს მაგრამ მაინც ჯიგარსონაა ლიდერებიდან მარტო მათეა new gen ლიდერი რა
Mate aris YveLazE magari adamiani da chveni dzmaa 😍😍😍😍
მათე არის საუკეთესო ლიდერი ვინც კი ერუდიტის ბანაკს აქამდე უნახავს ან ოდესმე ნახავს . ის გამოირჩევა არამხოლოდ ლიდერული არამედ გასაოცარი ადამიანური თვისებებით ❤️❤️❤️
მათე პოპიაშვილი არის უკიდურესად კეთილი და საჭირო ადამიანი. პირადად მე რონალდოს ძალიან გამომადგებოდა ის მოროკოსთან თამაშში მსოფლიო ჩემპიონატზე❤️😍 ამიერიდან ვიცი ვისუნდა მივმართო როცა თამაშის მოგება დამჭირდება❤️ ის ისეთი გამოსადეგია ბუცის როლსაც შემისრულებდა და მომერგებოდა❤️❤️ ამიტომ მე ვუწევ ამ ადამიანს რეკომენდაციას❤️❤️❤️
მათე უკიდურესად ღირსეული პიროვნებაა, იგი გამოირჩევა ულიდერისული თვისებებით მე პირადად ვისურვებდი, რომ კრწანისის ბრძოლის დროს მას ჩემს რიგებში ებრძოლა. იგი იმდენად თავდადებულია, რომ თუ საჭირო გახდებოდა ზარბაზნის ფუნქციასაც კი შეასრულებდა.
მე ვამაყობ, რომ ერუდიტის ბანაკს ასეთი ლიდერული მონაცემების მქონე ლიდერი ყავს.❤️❤️
მათე არის უკარგესი ლიდერი. საამაყო ადამიანი❤️ 5 დღე იმდენად კარგი დრო ვატარეთ არასოდეს არ დამავიწყდება❤️ მიყვარხარ მათე და მენატრება ბანაკი ერუდიტი❤️
მათეზე უმაგრესი ლიდერი არ არსებიბს მაგრად გავატარეთ ერთდ დრო სულ ხალისში და სხვადასხვა აქტივობებში
მათე არ არის მხოლოდ კარგი ლიდერი, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნება. ვერ ავღწერ თუ რაოდენ მეგობრული, დამხმარე, ცივილირებული და ერუდიტირებული ახალგაზრდაა. მისი ლიდერული თვისებები ზღვარს სცდება. გვიყვარხარ მათე🫶🏻🫶🏻😍