top of page
! თქვენ არ გაქვთ წვდომა !
Liderlər bazası
პიკნიკი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა
ამირანის პარკის მიმდებარედ „ბაკურიანის დაცულ ტერიტორიაზე“ მოეწყობა პიკნიკი ბანაკის მონაწილეებისათვის. ბავშვები კოცონთან საღამომდე დარჩებიან, მოყვებიან ლექსებს, იმღერებენ, დაუკრავენ გიტარას და გაიხსენებენ საინტერესო ისტორიებს...
გამოიცანი ფილმი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობ-შემეცნებითი აქტივობა „გამოიცანი ფილმი“. სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით დიდ ეკრანზე გაშუქდება ფილმის მცირე მონაკვეთი, მონაწილეებმა კი ოპონენტ გუნდებთან შედარებით სწრაფად უნდა გამოიცნონ და დაასახელონ ფილმი.
ფრენბურთი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „ფრენბურთი“. მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაიმართება შეჯიბრი ფრენბურთში.სტანდარტული ფრენბურთისგან განსხვავებით აქ მოედანზე არ იქნება თამაში. ეს ყოველივე მოეწყობა ტყეში.
ქილების ავსება

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ქილების ავსება“. მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და შეეცდებიან A -დან B წერტილამდე თვალებ ახვეულმა წაიღონ სითხე და აავსონ შესაბამისი ჭურჭელი.
ჯასთ დენსი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობ-კულტურული აქტივობა „ჯასთ დენსი“. ბანაკის მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, რომლებიც სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით ჩაერთვებიან საცეკვაო აქტივობაში.
მაშველი ნისლში

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „მაშველი ნისლში“. მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებად (ჯგუფში 4 მონაწილე), თითოეულ მათგანს აეხვევა თვალი და ნაკარნახევი მიმართულებით უნდა შეძლონ სამაშველო რგოლი მიიტანონ საჭირო ადგილზე.
მაფიოზობანა

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობ-შემეცნებითი აქტივობა „მაფიოზობანა“. ბანაკის მონაწილეების მიერ დაკომპლექტდება ჯგუფი, რომლის წევრებსაც გადაეცემათ კარტი, რითაც შეძლებენ გასართობ-შემეცნებითი აქტივობის „მაფიოზობანის“ ორგანიზებას.
ტური ბოტანიკურ პარკში

ზაფხული / შემოდგომა
ბანაკის მონაწილეები ესტუმრებიან ბათუმის ბოტანიკურ პარკს, გაეცნობიან ადგილზე წარმოდგენილ ფლორასა და ფაუნას, ასევე გადაიღებენ სხვადასხვა საინტერესო და სამახსოვრო ფოტოებს.
კარაოკე

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობ-კულტურული აქტივობა „კარაოკე“.
ბანაკის მონაწილეებს დაურიგდებათ მიკროფონები და სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით ჩაირთვება სხვადასხვა ცნობილი ქართული და არაქართული სიმღერები, რომლებსაც ბანაკის მონაწილეები უნდა აყვნენ კარაოკეს ფორმატში.
ლოტო

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ლოტო“. ბანაკში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ყველასთვის ცნობილი გასართობი თამაში "ლოტო". თამაშის წესებს ახსნიან ბანაკის ლიდერები.
საველე ბოულინგი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „საველე ბოულინგი“. სტანდარტული ბოულინგისგან განსხვავებით მონაწილეებს ხვდებათ განსხვავებული დაბრკოლებები და ხელის ნაცვლად ფეხით ცდილობენ მათ წაქცევას. ყოველივე ეს ხორციელდება მინდორში.
ბაგირის გადაძალვა

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „ბაგირის გადაძალვა“. ბანაკის მონაწილეები იყოფიან გუნდებად, ერთი გუნდი დგება ბაგირის ერთ მხარეს, მეორე გუნდი ბაგირის მეორე მხარეს და ცდილობენ ბაგირის გადაძალვით მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხებას.
იმიტირებული სასამართლო

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია შემეცნებითი აქტივობა „იმიტირებული სასამართლო“. ბანაკის მონაწილეებს გადაუნაწილდებათ სხვადასხვა იურიდიული როლები, დაურიგდებათ საქმის მასალები და სასამართლოს პრინციპით ეცდებიან ქეისის დამუშავებას, ბრალდებულის დასჯას ან გამართლებას.
ვირტუალური ბანაკი

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ვირტუალური ბანაკი“. ბანაკის მონაწილეები სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით იმოგზაურებენ ვირტუალურ სათავგადასავლო ბანაკში.
ამაზონი

გაზაფხული / ზაფ ხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ამაზონი“. ბანაკის მონაწილეებთან შედარებით 1-ით ნაკლები ფურცელი დაიდება იატაკზე, მონაწილეები სინქრონულად გადაადგილდებიან ფურცლებზე, ხოლო ბოლოში დარჩენილი ერთი ზედმეტი ფურცელი გადადის დასაწყისში.
თოვლით მშენებლობა

გაზაფხული / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „თოვლით მშენებლობა“. ბანაკის მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, თითოეული გუნდი ეცდება თოვლით შექმნას სხვადასხვა სახის კონტრუქცია. გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომლის ნამუშევარიც მეტ ხმას მოაგროვებს.
წიგნების თარო

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია შემეცნებითი აქტივობა „წიგნების თარო“.
ბანაკის მონაწილეების მიერ დაკომპლექტდება ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ შემეცნებით თამაშ „წიგნების თაროში“.
გუნდაობა

გაზაფხუ ლი / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „გუნდაობა“. ბანაკის მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, თავდაპირველ ეტაპზე თოვლით ააშენებენ საკუთარ ბაზებს, შემდეგ მოამარაგებენ საბრძოლო თოვლის გუნდებს და ბოლოს შეებრძოლებიან ერთმანეთს.
მეტეორების დაცემა

გაზაფხული / ზაფხული / შემოდგომა / ზამთარი
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „მეტეორის დაცემა“. ბანაკის მონაწილეები შეეცდებიან წამოსული მეტეორი (ბურთი) მოიგერიონ ერთი მოძრაობით ისე, რომ მეტეორი დედამიწას არ დაეცეს. თუ მონაწილე მეტეორს ორჯერ შეეხება დაიწვება და გამოეთიშება თამაშს.
გემის ტური

.png)