top of page

იურიდიული დოკუმენტაცია

კომპანიის დასახელება - ბანაკი ერუდიტი
სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე
საიდენთიფიკაციო კოდი - 43001044871
ვებ-საიტი - www.camp.edu.ge

Gürcüstan Yay və Qış Düşərgələrinin İdarəetmə Assosiasiyası (8).png

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

„ბანაკი ერუდიტი" (ინდივიდუალური მეწარმე), საიდ. კოდი: 43001044871) პატივს სცემს თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უფლებას. წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ვებ-საიტით: www.camp.edu.ge-ით სარგებლობისას.

ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის პირობებს.

პოლიტიკა შედგენილია კანონთან მიმართებაში:
საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ"

1. პერსონალური მონაცემების შეგროვება

პროექტში რეგისტრაციის დროს ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:

პროექტში მონაწილე არასრულწლოვნის მშობელის / მეურვის:
სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი.

მიზანი

კომუნიკაცია, გადახდების დამუშავება, სარეკლამო შეთავაზებებისა და აქციების გაგზავნა.

პროექტში მონაწილე არასრულწლოვნის:
სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, სამედიცინო საჭიროებები (არსებობის შემთხვევაში).

 

მიზანი

პროექტში რეგისტრაცია, ტრანსპორტირება, მორგებული საბანკო მომსახურების გაწევა.

ვებ-საიტი არ იყენებს ქუქი-ფაილებს და ავტომატიზირებულ თვალთვალის ტექნოლოგიებს. ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია მიეწოდება სისტემას მხოლოდ მომხმარებლის მიერ ხელით შეყვანის გზით.

ტექნიკური მონაცემები:

ვებ-საიტის ნებისმიერი სტანდარტული ვიზიტის დროს ჩვენს სერვერებზე ავტომატურად ფიქსირდება ტექნიკური ინფორმაცია — IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა და ვიზიტის თარიღი/საათი. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სისტემის უსაფრთხოებისა და მუშაობის კონტროლის მიზნებისათვის და არ ქმნის მომხმარებლის პერსონალიზებულ პროფილს.

2. არასრულწლოვნების მონაცემები

მშობლის/მეურვის თანხმობა
ვინაიდან „ბანაკი ერუდიტი" ემსახურება 18 წლამდე ასაკის პირებს, ბავშვის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობის საფუძველზე.

რეგისტრაციის დროს მშობელი/მეურვე სპეციალური მონიშვნით ადასტურებს, რომ:
> გაეცნო კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
> თანახმაა, რომ ბავშვის პერსონალური მონაცემები შეინახება „ბანაკი ერუდიტის" სერვერზე;
> ადასტურებს, რომ არის ბავშვის მშობელი ან კანონიერი მეურვე.

„ბანაკი ერუდიტი" არ ეკონტაქტება და მონაცემებს არ ამუშავებს 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე მშობლის/მეურვის თანხმობის გარეშე, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:
 

რეგისტრაცია:
ბანაკში მონაწილის რეგისტრაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვა და ადგილის ჯავშნის უზრუნველყოფა.

 

გადახდების მართვა:
საფასურის გადახდის პროცესში პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან/პლატფორმებთან ეფექტიანი კოორდინაცია, თანხების ეფექტური ასახვა და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტების მომზადება.

 

ლოჯისტიკა:
ბანაკის ტერიტორიამდე და უკან ტრანსპორტირების უსაფრთხოდ ორგანიზება.

 

უსაფრთხოება და ჯანმრთელობა:
საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შესაბამის სამსახურებთან (მაგ. 112) ეფექტური კომუნიკაცია.

 

საკონტაქტო ინფორმირება:
სიახლეების, ახალი ნაკადებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოწოდება (მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში).

 

სხვა სამართლებრივი ვალდებულებები:
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების და ნორმების შესრულება.

4. მონაცემთა შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემები ინახება 2 (ორი) წლის განმავლობაში მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უფრო გრძელ შენახვის ვადას (მაგ. ბუღალტრული ჩანაწერები ინახება 5 წელის ვადით). ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან "ანონიმიზდება".

5. გადახდის სისტემები და მესამე მხარეები

„ბანაკი ერუდიტი" არ ამუშავებს საბანკო ბარათის მონაცემებს. გადახდის დამუშავება ხდება შემდეგ სერტიფიცირებულ პლატფორმებზე, რომელთა გამოყენებისას ვრცელდება პლატფორმის შიდა მომსახურების წესები და პირობები.  

PayPal

საერთ. ელ-კომერცია

CREDO

კრედო ბანკი

BOG

საქართველოს ბანკი

FLITT

ონლაინ გადახდები

TBC

თიბისი ბანკი

გარდა გადახდის სისტემებისა, მონაცემები შეიძლება გაზიარდეს:
 

> სატრანსპორტო კომპანიასთან
   მონაწილის ტრანსპორტირებისთვის;

> სამედიცინო დაწესებულებებთან და საგანგებო სამსახურებთან (112)
   ჯანმრთელობის გადაუდებელი საჭიროებისას;

>  სახელმწიფო ორგანოებთან
   კანონმდებლობის მოთხოვნისამებრ.

მესამე პირებთან მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში. „ბანაკი ერუდიტი" მონაცემებს კომერციული მიზნებით არ გადასცემს მესამე პირებს.

6. მონაცემთა დაცვის ზომები

„ბანაკი ერუდიტი" იყენებს შემდეგ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს:
 

> SSL/TLS დაშიფვრა — ვებ-საიტზე მონაცემთა გადაცემისას;
> წვდომის კონტროლი — პერსონალური მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ უფლებამოსილ პირებს;
> პერიოდული სარეზერვო ასლები — მონაცემთა დაკარგვის რისკის შემცირებისთვის;
> გადახდის მონაცემები — ბარათის სრული ინფორმაცია არ ინახება ჩვენს სისტემაში.

7. სუბიექტის უფლებები

„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გაქვთ შემდეგი უფლებები:

1. ინფორმაციის მიღების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ, რა მიზნით, რა სამართლებრივი საფუძვლით და ვისზე შეიძლება იყოს ისინი გაცემული.

 

2. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
თუ თქვენი მონაცემები არაზუსტია ან არასრული, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მათი გასწორება ან შევსება.

 

3. მონაცემთა წაშლის („დავიწყების“) უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, თუ ისინი აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შეგროვდა, ან თუ დამუშავება არამართლზომიერია. ეს უფლება ხორციელდება კანონით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

 

4. მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება, თუ, მაგალითად, სადავოა მონაცემთა სიზუსტე, ან თუ დამუშავება არამართლზომიერია და თქვენ არ გსურთ მათი წაშლა, არამედ მხოლოდ შეზღუდვა.

 

5. წინააღმდეგობის გაცხადების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პირდაპირ მარკეტინგს. ამ შემთხვევაში, დამუშავება უნდა შეწყდეს.

 

6. მონაცემთა პორტაბელურობის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებულ, საყოველთაოდ გამოყენებად და პროგგრამულად წაკითხვად ფორმატში, ან მოითხოვოთ მათი გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის.

უფლებების განხორციელებისთვის მოგვწერეთ:
www.erudite.ge@gmail.com განაცხადს განვიხილავთ 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი მონაცემები არაკანონიერად მუშავდება, გაქვთ უფლება მიმართოთ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

8. ელ-ფოსტა და SMS კომუნიკაცია

„ბანაკი ერუდიტი" შეიძლება გამოიყენებდეს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ელ-ფოსტის მისამართს ან ტელეფონის ნომერს შემდეგი მიზნებისათვის:
 

ტრანზაქციური შეტყობინებები — რეგისტრაციის დადასტურება, გადახდის ქვითარი, ბანაკთან დაკავშირებული ოპერაციული ინფორმაცია;

საინფორმაციო კომუნიკაცია — ბანაკის სიახლეები, ახალი ნაკადების გამოცხადება, სპეციალური შეთავაზებები.
საინფორმაციო/მარკეტინგული კომუნიკაციის მიღება ხდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გამოხატულია ვებ-საიტზე შესაბამის ველზე მონიშვნით. თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს — ელ-ფოსტის გამოწერის გაუქმების ბმულით ან ჩვენთან პირდაპირ კომუნიკაციით.

 

მოწოდებული მონაცემები და კომუნიკაციის თანხმობა არ გაიზიარება მარკეტინგული მიზნებით მესამე პირებთან.

9. ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-საიტზე www.camp.edu.ge-ზე განთავსებული ყველა კონტენტი — ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები, ლოგო, გრაფიკული მასალა და სხვა — წარმოადგენს „ბანაკი ერუდიტის" ან შესაბამისი ავტორების საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით.

  • აკრძალულია ვებ-საიტის კონტენტის კოპირება, გამრავლება ან გავრცელება „ბანაკი ერუდიტის" წერილობითი ნებართვის გარეშე;

  • პირადი, არაკომერციული გამოყენება დასაშვებია, იმ პირობით, რომ მიეთითება წყარო.

10. პოლიტიკის განახლება


„ბანაკი ერუდიტი" იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებელს ეცნობება ელ-ფოსტით ან ვებ-საიტზე შეტყობინებით. განახლებული ვერსია ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

icon-1.webp

Haqqımızda

Erudit əyləncəli-idrak,
Ən yüksək reytinq
Gürcüstanda gənclər düşərgəsi.

icon-2.webp

Ünvan

Borjomi Bələdiyyəsi/
Bakuriani şəhəri/
9 Aprel küçəsi N5

icon-3.webp

Əlaqə

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

Xəbəri ilk eşidən siz olun.

Adınızı və telefon nömrənizi daxil edin.
İstənilən xəbəri SMS vasitəsilə sizə göndərəcəyik.

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

Erudit əyləncəli-idrak,
Ən yüksək reytinq
Gürcüstanda gənclər düşərgəsi.

Adınızı və telefon nömrənizi daxil edin.
İstənilən xəbəri SMS vasitəsilə sizə göndərəcəyik.

bottom of page