იურიდიული დოკუმენტაცია
კომპანიის დასახელება - ბანაკი ერუდიტი
სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე
საიდენთიფიკაციო კოდი - 43001044871
ვებ-საიტი - www.camp.edu.ge
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით „ბანაკი ერუდიტი" ადგენს ამ პოლიტიკით განსაზღვრულ გამჭვირვალე პირობებს გადახდებთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს პირობებს გადახდამდე.
1. ჩვენი მიზეზით გამოწვეული გარემოება
თუ „ბანაკი ერუდიტის" მხრიდან გამოწვეული გარემოებების გამო (ტექნიკური ხარვეზი, ბანაკის გაუქმება, თარიღის ცვლილება, სხვა ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში მყოფი მიზეზი) ვერ ახერხებთ მომსახურების მიღებას:
გაქვთ უფლება მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ყოველგვარი პირობის გარეშე.
2. მომხმარებლის მხრიდან გამოწვეული გარემოება
ზოგადი პირობები და ვადები
-
თანხის დაბრუნების მოთხოვნა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანაკის დაწყებამდე დარჩენილია მინიმუმ 7 (შვიდი) კალენდარული დღე.
-
მოთხოვნა უნდა წარდგეს წერილობითი ფორმით, ელექტრონულ მისამართზე: www.erudite. ge@gmail.com
-
ბანაკის დაწყებამდე 7 დღეზე ნაკლები ვადის დარჩენისას თანხის დაბრუნება არ ხორციელდება (გარდა „ამავე პოლიტიკის 1-ელი მუხლით“ გათვალისწინებული გამონაკლისებისა).
ჯავშნის და საფასურის დაბრუნების წესი
-
ბანაკის ჯავშნის საფასური შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს, რომელიც წარმოადგენს უპირობო შენატანს და თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
-
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს გადახდილი აქვს ბანაკის სრული ღირებულება, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ სრულ თანხასა და ჯავშნის საფასურს (50 ლარი) შორის არსებული სხვაობა.
ალტერნატიული ვარიანტები
თანხის დაბრუნების ნაცვლად, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ბანაკის ნაკადის შეცვლა (ჯავშნის გადატანა სხვა თარიღზე), იმ პირობით, თუ სასურველ პერიოდში არსებობს თავისუფალი ადგილები.
საფინანსო პროდუქტები და მესამე მხარის მონაწილეობა
-
საფინანსო პროდუქტების (განვადება, თანხის გადანაწილება, ნაწილ-ნაწილ გადახდა) ან/და საბანკო ქულებით გადახდის შემთხვევაში, საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.
-
აღნიშნული გადახდების გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ყველა მხარის — მომხმარებლის, ბანაკის ადმინისტრაციისა და შესაბამისი საფინანსო ორგანიზაციის (ბანკის) — ერთობლივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
გადახდის პროვაიდერთა წესები
-
გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ გადახდის პროვაიდერს (საფინანსო ორგანიზაციას) გააჩნია საკუთარი შიდა რეგულაციები და მომსახურების პირობები. შესაბამისად, თითოეული განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, შესაბამისი პროვაიდერის პოლიტიკისა და ბანაკის ადმინისტრაციის შიდა წესების გათვალისწინებით.
თუ ბანაკის დაწყებამდე 7 დღეზე ნაკლებია დარჩენილი თანხის დაბრუნება დაუშვებელია, გარდა ამავე პოლიტიკის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თანხის დაბრუნების პროცედურა
თანხის დაბრუნება არ განხორციელდება:
განაცხადის შეტანა
გამოგზავნეთ წერილი www.erudite. ge@gmail.com-ზე: მიუთითეთ სახელი, გვარი, გადახდის თარიღი, მიზეზი.
განხილვა — 3 სამუშაო დღე
ადმინისტრაცია გადაამოწმებს განაცხადს და დაგიკავშირდებათ.
დადასტურება
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გეცნობებათ დაბრუნების ვადა.
თანხის ჩარიცხვა — 10 სამუშაო დღე
თანხა ირიცხება მხოლოდ გადახდის პირვანდელ ინსტრუმენტზე (იმავე ბარათზე ან ანგარიშზე ან საბანკო/საფინანსო დაწესებულების მიერ გაუქმდება თქვენი გააქტიურებული საბანკო პროდუქტი).
გამონაკლისები — თანხა არ ბრუნდება
-
თუ მონაწილე უკვე გაეწია საბანაკო მომსახურება (სრულად ან ნაწილობრივ);
-
თუ მონაწილე მოიქცა ბანაკის წესდების საწინააღმდეგოდ და იძულების წესით დაატოვებინეს საბანაკო სივრცე;
-
თუ მომხმარებელი ბოლო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში უკვე 2-ჯერ ისარგებლა თანხის დაბრუნების პროცედურით;
-
თუ ბანაკის დაწყებამდე 7 დღეზე ნაკლებია (მომხმარებლის მხრიდან გამოწვეული მიზეზის შემთხვევაში).
თაღლითური მოთხოვნა (Chargeback)
თუ თანხის დაბრუნება მოთხოვნილია მე-3 პირის მიერ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, „ბანაკი ერუდიტი" უფლებამოსილია:
-
შეწყვიტოს მოთხოვნის განხილვა;
-
ინფორმაცია გადასცეს ტრანზაქციის ნამდვილ ავტორს;
-
გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს ან სამართალდამცავ ორგანოებს.
მე-3 პირის მიერ უნებართვო გადახდა
თუ თქვენი საბანკო მონაცემების გამოყენებით სხვა პირმა განახორციელა გადახდა ჩვენი სისტემის მეშვეობით:
-
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ჩვენთან ან თქვენს მომსახურე ბანკთან ტრანზაქციიდან 48 საათის ვადაში (არასამუშაო დღეების შემთხვევაში ვადა გაქვთ უახლოესი სამუშაო დღის 18:00 საათამდე);
-
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მომსახურე ბანკს ბარათის/ანგარიშის დასაბლოკად.
ვადების დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თანხის დაბრუნების შესაძლებლობაზე.
.png)
.png)