top of page

იურიდიული დოკუმენტაცია

კომპანიის დასახელება - ბანაკი ერუდიტი
სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე
საიდენთიფიკაციო კოდი - 43001044871
ვებ-საიტი - www.camp.edu.ge

Gürcüstan Yay və Qış Düşərgələrinin İdarəetmə Assosiasiyası (8).png

მომსახურების პირობები

წინამდებარე მომსახურების პირობები არეგულირებს „ბანაკი ერუდიტის" (ი/მ, საიდ. კოდი 43001044871) და მომხმარებლის (მშობელი/მეურვე) ურთიერთობას. ვებ-საიტზე რეგისტრაციით ან/და მომსახურების საფასურის გადახდით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ პირობებს.

1. მომსახურება

„ბანაკი ერუდიტი" გთავაზობთ ახალგაზრდული ბანაკის პროგრამებს საქართველოში, წელიწადის ოთხივე სეზონზე.

 

კონკრეტული ნაკადის, ადგილმდებარეობის, თარიღისა და ფასის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-საიტზე: www.camp.edu.ge

„ბანაკი ერუდიტი" იტოვებს უფლებას, შეცვალოს ნაკადის პროგრამა ან ადგილმდებარეობა, წინასწარი შეტყობინებით, ობიექტური (ამინდი, ლოჯისტიკა, უსაფრთხოება) მიზეზების გამო.

2. რეგისტრაცია და ხელშეკრულება

არასრულწლოვნის რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირს (მშობელს ან კანონიერი მეურვეს).

რეგისტრაციის გავლით მშობელი/მეურვე ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია სწორია.

ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება იწვევს რეგისტრაციის გაუქმებას, ასევე შესაძლოა შექმნას თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები.

ხელშეკრულება ძალაში შედის საიტზე რეგისტრაციის მომენტიდან.

3. გადახდა

მომსახურების საფასური გადაიხდება ელექტრონულად ვებ-საიტზე მითითებული გადახდის სისტემების მეშვეობით.
 

გადახდა ლარში (₾). PayPal-ის შემთხვევაში კონვერტაცია ხდება გადახდის პლატფორმის კურსით.
 

„ბანაკი ერუდიტი" არ ინახავს ბარათის მონაცემებს — გადახდა მუშავდება მხოლოდ პარტნიორ პლატფორმებზე.

4. ბანაკის წესდება და მონაწილის ქცევა

ბანაკში რეგისტრაცია და პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდას ავალდებულებს, რომ დაიცვას შიდა საბანაკო წესდება, ხოლო წესდების უხეში დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მონაწილეს ვადაზე ადრე დაატოვებინოს საბანაკო სივრცე თუ:

  • მონაწილე დაარღვევს ბანაკის შიდა წესდებას;

  • საფრთხეს შეუქმნის სხვა მონაწილეებს ან პერსონალს;

  • არ დაემორჩილება ბანაკის ხელმძღვანელობის გონივრულ მოთხოვნებს.

ასეთ შემთხვევაში თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5 ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

  • მშობელი/მეურვე ვალდებულია გაამჟღავნოს ბავშვის ჯანმრთელობის ყველა შესაბამისი გარემოება (ქრონიკული დაავადება, ალერგია, მედიკამენტები).

  • „ბანაკი ერუდიტი" გაატარებს გონივრულ სამედიცინო ზომებს საჭიროებისამებრ, მათ შორის გამოიძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

  • სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია მშობლის მიერ ინფორმაციის დამალვით, ეკისრება მშობელს/მეურვეს.

6. ფოტო/ვიდეო მასალა

„ბანაკი ერუდიტი" ბანაკის განმავლობაში იღებს ფოტო და ვიდეო მასალას, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სოციალური მედიისა და სარეკლამო მიზნებისათვის. 

თუ გსურთ, რომ თქვენი ფოტო/ვიდეო მასალა არ განთავსდეს ჩვენს სოციალურ ქსელებში გთხოვთ რეგისტრაციისას კომენტარის სახით დააფიქსიროთ აღნიშნული.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

„ბანაკი ერუდიტი" გონივრულ ძალისხმევას გამოიყენებს მომსახურების ხარისხიანად გაწევისთვის.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი:

  • ფორს-მაჟორული სიტუაციებით (სტიქიური უბედურება, პანდემია, ომი) გამოწვეულ ზიანზე;

  • ბავშვის პირადი ნივთების დაკარგვაზე, თუ ეს ბავშვის დაუდევრობის შედეგია;

  • მშობლის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე.

8. ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-საიტზე www.camp.edu.ge-ზე განთავსებული ყველა შინაარსი — ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები, ლოგო, დიზაინი, პროგრამული გადაწყვეტა — წარმოადგენს „ბანაკი ერუდიტის" საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით.

  • „ბანაკი ერუდიტის" წერილობითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი მასალის კოპირება, გავრცელება, კომერციული გამოყენება აკრძალულია;

  • პირადი, არაკომერციული გამოყენება დასაშვებია წყაროს მითითებით;

  • ნებართვის მოთხოვნა შეგიძლიათ www.erudite. ge@gmail.com-ზე.

9. დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა პირველ რიგში გადაიჭრება მოლაპარაკებების გზით. მოლაპარაკებების მარცხის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებში.
 

ვებ-საიტით სარგებლობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

10. ცვლილებები პირობებში

„ბანაკი ერუდიტი" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე პირობები. ცვლილებები ძალაში შევა ვებ-საიტზე გამოქვეყნებისთანავე. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელ-ფოსტით. ვებ-საიტის შემდგომი გამოყენება ნიშნავს განახლებული პირობების მიღებას.

icon-1.webp

Haqqımızda

Erudit əyləncəli-idrak,
Ən yüksək reytinq
Gürcüstanda gənclər düşərgəsi.

icon-2.webp

Ünvan

Borjomi Bələdiyyəsi/
Bakuriani şəhəri/
9 Aprel küçəsi N5

icon-3.webp

Əlaqə

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

Xəbəri ilk eşidən siz olun.

Adınızı və telefon nömrənizi daxil edin.
İstənilən xəbəri SMS vasitəsilə sizə göndərəcəyik.

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

Erudit əyləncəli-idrak,
Ən yüksək reytinq
Gürcüstanda gənclər düşərgəsi.

Adınızı və telefon nömrənizi daxil edin.
İstənilən xəbəri SMS vasitəsilə sizə göndərəcəyik.

bottom of page