Ճամբարի լուսանկարների պատկերասրահ
ჩვენთვის პრიორიტეტულია ბანაკის მონაწილეთა უსაფრთხოების მუდმივი დაცვა.
ბანაკის დაარსების დღიდან მუდმივად ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნორმებს და ტექნიკურ დეტალებს:
> ტრანსპორტირება
> საცხოვრებელი სივრცე
> ადმინისტრაცია
> სამედიცინო უსაფრთხოება
ტრანსპორტირება
ბანაკის უსაფრთხოება იწყება მონაწილეთა ტრანსპორტირებით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს ყველა უსაფრთოების სტანდარტს:
-
მძღოლებს აქვთ ბავშვთა ჯგუფების გადაყვანის მრავალწლიანი გამოცდილება;
-
ტრანსპორტს გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება;
-
ტრანსპორტში სავარძლების რაოდენობა პროპორციულია ბანაკის მონაწილეთა რაოდენობის;
-
ტრანსპორტი აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო სისტემით და სეზონური საბურავებით;
-
ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
ტრანსპორტს გააჩნია საავარიო გასასვლელი;
-
ტრასპორტი აღჭურვილია ცეცხლმაქრით და სხვა საჭირო ნივთებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ბანაკის მონაწილეები მგზავრობენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.
ბანაკის ადმისტრაცია
ბანაკის უსაფრთხოებაზე, მონაწილეთა ჯანმრთელობასა და ყველა სხვა საკითხზე სრულიად იღებს პასუხისმგებლობას „პროგრამა ერუდიტის“ ადმინისტრაცია და ლიდერთა ჯგუფი.
ერუდიტის ბანაკის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური კადრებით, რომლებსაც აქვთ საბანაკე ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება.
ლიდერი არის ბანაკის ადმინისტრაციის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას.
ბანაკის ლიდერი არის პირი, რომელსაც აქვს ბანაკში ყოფნის დიდი გამოცდილება, ცნობს ყველა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ საკითხს.
აღსანიშნავია, რომ „ერუდიტი“ მუდმივად ცდილობს ბანაკის მონაწილეებს შორის გამოარჩიოს მონდომებული, ნიჭიერი და მაღალი პასუხიმგბელობის მქონე ახალგაზრდები.
ახალგაზრდებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი გახდნენ „ერუდიტის“ გუნდის წევრები და დააკმაყოფილებენ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს, ვთავაზობთ სპეციალურ გადამზადების პროგრამას, როგორიცაა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები შემდეგ თემებზე:
-
პირველადი სამედიცინო დახმარება;
-
ექსტრემალური სიტუაციების მართვა;
-
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია;
-
შ.შ.მ ბავშვებთან ადაპტირებული მუშაობა.
შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს „ბანაკის ლიდერის“ სტატუსით.
სამედიცინო უსაფრთხოება
-
ბანაკის ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
საცხოვრებელი სივრცე აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
ბანაკის ლიდერები გადამზადებულები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;
-
ბანაკის ადმინისტრაცია გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;
-
საცხოვრებელი სივრციდან 750 მეტრის მანძილზე მდებარეობს ადგილობრივი საავადმყოფო;
-
„ერუდიტის“ ადმინისტრაცია მყისიერად ახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე და საჭიროების შემთხვევაში ხდება 112-თან დაკავშირება.
.png)