ლიდერთა შერჩევა 2025
ბანაკი „ერუდიტი“ დაარსების პირველივე წამიდან აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა მონაწილეების აღმოჩენასა და მათი ლიდერული პონენციალის გამოვლენის შესაძლებლობაზე.
ბანაკში ლიდერები აირჩევა უმეტესწილად იმ ბავშვებზე დაკვირვების შემდეგ , რომლებიც ,,ერუდიტს“ მონაწილეების სტატუსით შემოუერთდნენ. ჩვენი გუნდი გამუდმებით ცდილობს ხელი შეუწყოს თინეიჯერებს განვითარებაში და ახალგაზრდა მონაწილეებს მისცეს საშუალება, საკუთარი თავი გამოსცადონ სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამუდმებით ვაკვირდებით ყველა მონაწილეს და მათი პასუხისმგებლობის, კომუნიკაბელურობისა და მიზანდასახულობდან გამომდინარე ვაძლევთ საშუალებას, გახდნენ ,,ერუდიტის“ სრულფასოვანი წევრები.
ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „USAID“, „PH internationali", „Peace Corps", UNICEF", „NEEP“ და სხვა...
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქართული ხელისუფლების მიერ მიღებული სხვადასხვა კანონპროექტებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა შეამცირეს, ზოგიერთმა ორგანიზაციამ კი საერთოდ შეწყვიტა , ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.
„ერუდიტის“ გუნდი გამოირჩევა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, შესაბამისად თითოეულ მსგავს გადაწყვეტილებას მოჰყვა ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებისადმი.
ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ საპასუხო ქმედება, რომელიც გამოიხატა “იერიშში“ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ, რამაც გამოიწვია ისეთი შეზღუდვები, როგორებიცაა: პროექტების გავრცელების შეზღუდვა საჯარო სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გ ადაწყვეტილება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი სამომავლო და მიმდინარე პროექტების ცნობიერების გაზრდისთვის შევიმუშაოთ ალტერნატიული მეთოდები.
მაგალითად ჩვენ ბანაკის ლიდერებს ვარჩევთ 3 სხვადასხვა მეთოდით. ერთ-ერთი მეთოდი კი არის- ლიდერობის მსურველმა საკუთარ თემში, რეგიონში, რაიონში ან უბრალოდ სამეგობრო წრეში ხელი შეუწყოს პროექტის გავრცელებას და ეცადოს აღნიშნულით დააინტერესოს ახალგაზრდების მაქსიმალური რაოდენობა.
ლიდერობის მსურველს, რომელიც შეძლებს საკუთარი რესურსებით დაარეგისტრიროს მინიმუმ 10 მონაწილე ,ჩვენს ბანაკში მიეცემა შანს ი, რომ გახდეს ბანაკის წარმომადგენილი „სტაჟიორი ლიდერის“ სტატუსით.
სტაჟირების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ და გამოავლინოთ საკუთარი უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით დაასრულოთ შესარჩევი ეტაპი. თუკი პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდება, ,,ერუდიტი“ საშუალებას მოგცემთ გუნდის სხვა წევრებთან ერთად გაიაროთ ტრენინგები ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა: პირველადი სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური გადამზადება, საგანგებო სიტუაციების მართვა და სხვა.
ამის შემდეგ მონაწილე გახდება ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი და შეძლებს ბანა კში წამოსვლას ყველანაირი წინაპირობის გარეშე. მათ შორის აღარ იქნება სავალდებულო მონაწილეების გარკვეული რაოდენობის(ზემოაღნიშნული 10 მონაწილის) დარეგისტრირება.
ასევე ლიდერების არჩვის ერთ-ერთი ფაზა არის სოციალური მედიის მიმართულებით ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა. აღნიშნული ფაზა მსგავსია წინახსენებული ფაზისგან, მაგრამ აქ ლიდერს არ უწევს თავის თემში ინფორმაციის გავრცელება.
აღნიშნული ფაზით ლიდერის შერჩევისთვის აუცილებელია ლიდერს ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება და გამართული კომუნიკაციის უნარი, რადგან მ ისი პირდაპირი მოვალეობა იქნება „ერუდიტის“ სოციალური მედიის (ტიკ-ტოკ, ინსტაგრამი და ფეისბუქის) კონტენტის შექმნა, პირდაპირ ჩართვებზე გასვლა და სხვა. რაც შეეხება ლიდერების არჩევის მე-3 ფაზას, ეს არის საჯარო აპლიკაციების მიღება.
ლიდერობის მსურველები უპასუხებენ წინასწარ შედგენილ, მარტივი ხასიათის შესაბამის კითხვარს. კითხვარების გაფილტრის და მათზე მუშაობის შემდეგ შეირჩევა 10 კანდიდატი, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას, გასაუბრების შემდეგ კი იქნება ტესტირება და ტრენინგი რის შედეგადაც ან ათივე შერჩეული კანდიდატი დაინიშნება ლიდერად, ან მათგან მხოლოდ ნაწილს ექნება შესაძლებლობა გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი.
დღევანდელი მონაცემებით, საჯარო აპლიკაციით ლიდერების მიღებისას კონკურენცია არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები, რომლებიც გვზღუდავს, მიღებული განცხადებებიდან გამომდინარე და გვაქვს საშუალება, რომ მხოლოდ 10 მონაწილეს მივცეთ ჩვენთან მუშაობის შესაძლებლობა.
სოციალური მედიის მიმართულებით ლიდერების მიღებისას ასევე მაღალია კონკურენცია და მხოლოდ 3 კანდიდატი შეირჩევა.
რაც შეეხება თემის წარმომადგენელს (ლიდერს, რომელსაც აქვს ვალდე ბულება, რომ მინიმუმ 10 მონაწილე დაარგისტრიროს პროექტში) არ აქვს კონკურენცია და არ არის კვოტის რაოდენობა განსაზღვრული.
რომელი კანდიდატიც შეძლებს მინიმუმ 10 მონაწილის დაინტერესებას ბანაკით ავტომატურად დაინიშნება სტაჟიორ ლიდერად და მინიმუმ ერთხელ მაინც მოუწევს ბანაკში წამოსვლა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს ეს სტაჟირების დროს მხოლოდ მასზე და მის უნარებზეა დამოკიდებული.
ლიდერს აქვს შესაძლებლობა აპლიკაცია შეავსოს როგორც 1, ასევე 2 და სამივე კრიტერიუმების მიხედვით.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გაიარეთ რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ „საჯარო ქასთინგის“ და „სოც მედია კონტენტის“ მიმართულებით კონკურენცია შედარებით მაღალია.
„თემის წარმომადგენლის“ მიმართულებით კი კონკურენცია არ არის, რადგან სტაჟირებას გადის ყველა პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ხშირად დასმული შეკითხვა:
- ლიდერები იხდიან რაიმე თანხას ბანაკში მონაწილეობისათვის ?
პასუხი:
- არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფორმით იქნებით არჩეული ლიდერად ან სტაჟიორ ლიდერად. არჩევის და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ არანაირი თანხის გადახდა.