top of page

წესები ლიდერებისთვის

წესები ვრცელდება პირველ დღეს ტრანსპორტირების დაწყებიდან, ბოლო დღეს ტრანსპორტირების დამთავრებამდე.

1

ლიდერი ვალდებულია დაიცვას ბანაკის ყველა მონაწილის უსაფრთხოება განურჩევლად ნათესაური კავშირისა და სხვა გარემოებისა...

2

ლიდერი ვალდებულია დაიცვას ბანაკი „ერუდიტის“ ინტერესები სოციალურ ქსელებში, პირად კომუნიკაციებში და სხვა გარემოებებში, როგორც ბანაკის მსვლელობისას, ასევე ბანაკის დაწყებამდე და ბანაკის დასრულებისას.

3

ლიდერი ვალდებულია ბანაკის ეფექტური პროცესისთვის თავად დააორგანიზოს და ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის აქტივობები ბანაკში.

4

ლიდერი ვალდებულია შეინარჩუნოს კომუნიკაცია ბანაკის მონაწილის მშობელბთან.

5

ლიდერი ვალდებულია აკონტროლოს ბანაკის მონაწლეთა გადაადგილება, დაიცვას როგორც ბანაკის შინაგანაწესი, ასევე კანონი და ბავშვების გადაადგილება უზრუნველყოს სწორხაზოვნად.

6

ლიდერი ვალდებულია ბანაკის სრული პროცესის განმავლობაში ატაროს: ბანაკის მაისური, ბანაკის ბეიჯი, რაცია და სასტვენი.

7

ლიდერი ვალდებულია ექსტრემალურ სიტუაციაში განახორციელოს ზარი 112-ში, დაიწყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ღონისძიება და შეძლებისდაგვარად ფაქტზე მიაწოდოს ინფორმაცია სხვა ლიდერებს და ბავშვის მშობლებს.

8

ლიდერი ვალდებულია ბავშვების ძილის დროს მინიმუმ 2 ჯერ მაინც შეამოწმოს საცხოვრებელი ოთახები.

9

ლიდერი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ყველა ლოჯისტიკურ საკითხში.

10

ლიდერი ვალდებულია ჯგუფის სასტუმროდან გასვლის და შემოსვლის დროს გადაამოწმოს მონაწილეთა რაოდენობა.

icon-1.webp

ერუდიტი გასართობ-შემეცნებითი,
ყველაზე რეიტინგული
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოში.

icon-2.webp

მისამართი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი/
დაბა ბაკურიანი/
კოსტავას ქუჩა N19

icon-3.webp

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

გაიგე სიახლეები პირველმა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა ან ნომერი
რათა გაიგოთ სიახლეები პირველმა

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

© ყველა საავტორო უფლება დაცულია - ბანაკი ერუდიტი 2023-2028

bottom of page