top of page
LOGO CAMP .png

მოგესალმებით, ბანაკი „ერუდიტი“ წარმოგიდგენთ

მისაღებ კონკურს სოც-მედიის და პიარის მიმართულებით.

განიხილებიან კანდიდატები:

სქესი - გოგონები
ასაკი - 16 დან 25 წლამდე

ძირითადი მოვალეობები:

- ბანაკის შესახებ სხვადასხვა სახის (სარეკლამო და გასართობი შინაარსის) ვიდეოების გადღება-მონტაჟი და ჩვენს სოციალურ ქსელებში განთავსება.

„ერუდიტი“ ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად მართავს სხვადასხვა შინაარსის გასართობ, შემეცნებით, სპორტულ და საგანმანათლებლო პროექტებს.

„ერუდიტი“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია.

„ერუდიტი“ არ არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული და არ ვატარებთ არცერთი სუბიექტის/ობიექტის პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს.

„ერუდიტში“ ვთვლით, რომ პოლიტიკის სრულად გამიჯვნა არ არის სწორი და საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური ღირებულებები დააფიქსიროს, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ, ასევე საქართველოში არსებულმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ,კომპანიამ,ასოციაციამ და ა.შ...

„ერუდიტს“ არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და კიდევ ერთხელ ვიტყვით:

  • საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი;

  • საქართველოში არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს/ობიექტს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ქვეყანა მართოს: რუსული წესებით, რუსული კანონებით, რუსული პრაქტიკებით და ა.შ;

  • ჩვენი მოკავშირე არ არის, ისტორიის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა და 99.999% ალბათობით მომავალშიც არასდროს არ იქნება რუსეთი;

  • რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

  • 2008 წლის 7 აგვისტოს „აგვისტოს ომი“ დაწყებულია რუსეთის მიერ.

გთხოვთ ჩვენს მიერ ზემოხსენებული პუნქტები მიიღოთ ჩვენი ორგანიზაციის ზოგად პოლიტიკურ ხედვად, ყოველგვარი ინტერპრეტაციის და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე ჩვენი ორგანიზაციის „მიწერ-მოწერის“ გარეშე...

სამწუხაროდ ჩვენი საჯარო პოლიტიკური შეხედულებების გამო საქართველოს ხელისუფლებამ “შეგვავიწროვა“ და “შეგვზღუდა“:

  • ჩვენი პროექტები აღარ ვრცელდება საჯარო და კერძო სკოლებში.

(ელექტრონულად სკოლებს ვუგზავნით ინფორმაციას პროექტების შესახებ. ვიღებთ პასუხს, რომ პროექტს გაეცნო სკოლის ადმინისტრაცია და პროექტს გააცნობენ მოსწავლეებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს არ ხდება);

  • ჩვენს წარმომადგენლებს უარს ეუბნევიან სკოლებში შესვლაზე და პროექტების პრეზენტაციაზე.

(სკოლაში ვიზიტისას ადმინისტრაცია გვეუბნევა უარს, რომ კლასებში მოსწავლეებს ავუხსნათ და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი გასართობი,შემეცნებითი,სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. ვიღებთ პასუხს, რომ ეს არ შეიძლება, სასწავლო პროცეს შეუშლის ხელს და ა.შ. რეალურად კი ვიცით, რომ მსგავს მეთოდს არაერთი ორგანიზაცია მიმართავს და მათ ხელი არსად არასდროს არ ეშლებათ);

  • ჩვენს ბანაკებში საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები ერიდებიან სხვადასხვა შეხვედრების ჩატარებას.

(სანამ ნათლად და საჯაროდ დავაფიქსირებდით ჩვენს პოლიტიკურ კურსს არაერთი მასწავლებელი გვსტუმრობდა, ატარებდა მონაწილეებთან შეხვედრებს, ტრენინგებს და ა.შ... როდესაც საჭიროდ ჩავთვალეთ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები მას შემდეგ რატომღაც მასწავლებლები სხვადასხვა მიზეზების მოფიქრებით ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს ორგანიზაციას. გამონაკლისის სახით გვყვავს ისეთი მასწავლებლები, როგორებიც ხშირად გვსტუმრობენ მაგალითად ბატონი ლადო აფხაზავა (საქართველოს ყველაზე რეიტინგული და მსოფლიოს ათეულში შესული პედაგოგი) და სხვა, რომელთა სახელებს შეგნებულად არ ვასახელებთ);

  • 2024 წლის 14 მაისს “გამჭირვალეობის შესახებ“ საქართველოში მიღებული კანონის გამო იძულებულები გავხდით, რომ უარი გვეთქვა ჩვენი პარტნიორი საერთასორისო ორგანიზაციებიდან შემოთავაზებულ დაფინანსებებზე.

(“გამჭირვალეობის შესახებ კანონს“ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იცნობს, როგორც “რუსული კანონი“, აღნიშნული კანონი გვავალდებულებდა, რომ დავრეგისტრირებულიყავით უცხოური ინტერესების გამტარებლად. მარტივად, რომ ვთქვათ უცხოურ “აგენტებათ“, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ განვაცხადეთ უარი ხოლო ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ საქართველოში ყველა პარტნიორთან (48 ორგანიზაციასთან) შეწყვიტა თანამშრომლობა და დახურა საქართველოს წარმომადგენლობის ოფისი).

ზემოხსენებული პუნქტების გამო იძულებულები გავხდით, რომ უფასო პროექტები გადაგვექცია ფასიან პროექტებათ.
შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონი და ფასები მასთან მიმართებით არ მოვიყვანოთ პროპორციულობაში/სტანდარტებში.

მაგალითის სახით გეტყვით, რომ სხვადასხვა ბანაკები 5-6 დღიან ახალგზარდულს საბანაკო პროგრამას მომხმარებლებს სთავაზობს 800-900 ლარში, ზოგიერთი ორგანიზაციის ფასი კი 1200 ლარსაც კი ცდება...

5-6 დღიანი საბანაკო პროგრამა „ერუდიტში“ 300-350 ლარს არ ცდება, რადგან ფასი ხელმისაწვდომი იყოს ყველა სოციალური თემისთვის და არ მოხდეს დაბალი სოციალური თემისთვის არახელმისაწვდომი სერვისის შექმნა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე „ერუდიტის“ გუნდში თანამშრომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ მოხალისეობრივად არის ჩართული ან იღებს ისე მცირე ანაზღაურებას, რომ ამ ყოველივემ არ გამოიწვიოს სერვისის საფასურის ხელოვნური გაზრდა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე თუ მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდ გთხოვთ დააკლიკოთ ღილაკს რეგისტრაცია.

გისურვებთ წარმატებას.

icon-1.webp

ერუდიტი გასართობ-შემეცნებითი,
ყველაზე რეიტინგული
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოში.

icon-2.webp

მისამართი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი/
დაბა ბაკურიანი/
კოსტავას ქუჩა N19

icon-3.webp

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

გაიგე სიახლეები პირველმა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა ან ნომერი
რათა გაიგოთ სიახლეები პირველმა

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

© ყველა საავტორო უფლება დაცულია - ბანაკი ერუდიტი 2023-2028

bottom of page