კონფიდენციალურობის პოლიტიკა
„ბანაკი ერუდიტი“ პატივს სცემს თქვენი პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და ვალდებულია უზრუნველყოს მათი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას, როდესაც სარგებლობთ ჩვენი ვებ-საიტით (WWW.CAMP.EDU.GE და WWW.PAY.CAMP.EDU.GE).
„ბანაკი ერუდიტი“ წარმოდგენილია ორი ვებ-საიტის სახით WWW.CAMP.EDU.GE და WWW.PAY.CAMP.EDU.GE.
ვებ-საიტი: WWW.CAMP.EDU.GE
წარმოადგენს „ბანაკი ერუდიტის“ მთავარ ვებ-საიტს საიდანაც ხდება პროექტის შესახებ ყველა დეტალური ინფორმაციის მოძიება, ბანაკში რეგისტრაცია და სხვა...
ვებ-საიტი: WWW.PAY.CAMP.EDU.GE
წარმოადგენს „ბანაკი ერუდიტის“ საფასურის გადახდისა და თანხის დამუშავების დამხმარე ვებ-გვერდს.
ჩვენი გადახდების ვებ-გვერდის WWW.PAY.CAMP.EDU.GE-ის გამოყენებამდე აუცილებელია მომხმარებელი რეგისტრირებული იყოს ჩვენს პროექტში და მას არჩეული ქონდეს მისთვის სასურველი სეზონის ბანაკის, სასურველი ნაკადი.
ჩვენი გადახდების ვებ-გვერდზე თავდაპირველ ეტაპზე ინტეგრირებული იქნება „ს.ს საქართველოს ბანკის“ ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული გადახდების სიტემა, რომელიც მომხმარებელს შესთავზებს თანხის გადახდის შემდეგ მეთოდებს:
-
ნაწილ ნაწილ;
-
ონლაინ განვადება.
გადახდის მეთოდები „ნაწილ ნაწილ“ და „ონლაინ განვადება“ წარმოადგენს „ს.ს საქართველოს ბანკის“ პროდუქტებს. ტექნიკური და სხვა სახის ინფორმაციის მიღების მიზნით რეკომენდირებულია ეწვიოთ „ს.ს საქართველოს ბანკის“ ვებ-საიტს: WWW.BOG.GE.
ვებ-საიტზე WWW.PAY.CAMP.EDU.GE გადახდის პროცესის დაწყებისთანავე თქვენ გადამისამართდებით ჩვენი პარტნიორი ბანკის
„ს.ს საქართველოს ბანკის“ გადახდების სისტემაში, რა დროსაც თქვენს მიერ შეყვანილი შემდეგი ინფორმაცია:
-
პლასტიკური ბარათის მონაცემები;
-
ინტერნეტ ბანკის მონაცემები;
-
მობაილ ბანკის მონაცემები.
მუშავდება მხოლოდ ბანკის ელექტრონული პროგრამების მეშვეობით და ამ მონაცემებზე წვდომა არ აქვს „ბანაკი ერუდიტის“ ადმინისტრაციას.
ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკას“ და „თანხის დაბრუნების პოლიტიკას“.
1. პერსონალური მონაცემების შეგროვება:
მომსახურების სრულყოფის მიზნით „ბანაკი ერუდიტი“ პროექტში რეგისტრაციის დროს აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას:
ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის მშობლის/მეურვის:
სახელი, გვარი;
ელექტრონული ფოსტა;
ტელეფონის ნომერი;
მისამართი.
ბანაკში რეგისტრირებული ახალგაზრდის:
სახელი, გვარი;
ტელეფონის ნომერი;
ასაკი;
მისამართი.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავება:
ჩვენი მიზანია თქვენი მონაცემების გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნებისათვის, რომლებიც გულისხმობს:
რეგისტრაციის პროცესის დასრულებას;
ბანაკში მონაწილის ტრანსპორტირების დასაწყებად;
ბანაკში მონაწილის ინტერესების დასაცავად;
გადახდების მეთოდების, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების და აქციების შემოთავაზებისათვის.
3. პერსონალური მონაცემების დაცვა:
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს თქვენი მონაცემების დასაცავად, ჩვენს საიტებზე შეყვანილი თქვენი პირადი ინფორმაცია არის დაშიფრული, რომელზე წვდომაც აქვს მხოლოდ „ბანაკი ერუდიტის“ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
4. პერსონალური მონაცემების გაზიარება მესამე მხარესთან:
თქვენი პირადი მონაცემები არ გვექნება გაზიარებული მესამე მხარეებთან, გარდა იმ შემთხვევების, როცა ეს აუცილებელია:
გადახდის პროცესის დროს საფინანსო დაწესებულებასთან;
ტრანსპორტირების დროს სატრანსპორტო კომპანიასთან;
ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის პრობლემის დროს ადგილობრივი ამბულატორიებთან და 112-ის ეკიპაჟებთან.
5. პერსონალური მონაცემების გამოთხოვა და წაშლა:
თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა და განახლება;
მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა (განსაზღვრული პირობების საფუძველზე);
მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შენახვა და შეზღუდვა, როდესაც მიიჩნევთ, რომ ისინი არასწორად არის გამოყენებული.
6. ვებ-საიტი „ქუქი“ ფაილები და ტექნოლოგიები:
ჩვენი ვებ-საიტი არ იყენებს „ქუქი“ ფაილებს და ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების სხვა ავტომატიზირებულ მეთოდებს.
ჩვენს ვებ-საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა ხდება წინასწარი ინფორმირებით და მომხმარებლის მიერ მისი შეყვანით.
7. კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება
„ბანაკი ერუდიტი“ იტოვებს უფლებას, შეცვალოს და განაახლოს ამ პოლიტიკის პირობები. ნებისმიერი ცვლილება განთავსდება ამ გვერდზე, რათა თქვენ ყოველთვის იცოდეთ, როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს.
8. კონტაქტი
თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან შეშფოთება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
info@camp.edu.ge
ან ჩვენს ვებ-საიტზე: WWW.CAMP.EDU.GE მითითებული სხვა ალტერნატიული საკონტაქტო საშუალებებით.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენს პლატფორმებზე ფინანსებთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს განვსაზღვრავთ ამ პოლიტიკით.
1. თანხის დაბრუნების პირობები
თუ თქვენ ჩვენი მიზეზით ვერ ახერხებთ საბანაკო მომსახურების მიღებას და ვერ ახერხებთ ბანაკში წამოსვლას:
მაგალითად, ტექნიკური პრობლემები, ბანაკის თარიღის ცვლილება ან სხვა სერიოზული მიზეზები, რომელიც გამოწვეულია ჩვენს მხრიდან თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თანხის სრულად დაბრუნება.
თუ თქვენ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ახერხებთ საბანაკო მომსახურების მიღებას და ვერ ახერხებთ ბანაკში წამოსვლას:
გაქვთ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება ან ნაკადის ცვლილება.
აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების მიხედვით:
-
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხა გაქვთ სრულად გადახდილი და ბანაკის დაწყებამდე დარჩა მინიმუმ 7 დღე.
-
თანხის დაბრუნება დაუშვებელია, თუ მონაწილემ უკვე მიიღო შესაბამისი მომსახურება და იმყოფებოდა ჩვენთან ბანაკში.
2. თანხის დაბრუნების პროცედურა
თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელია მიმართოთ „ბანაკი ერუდიტის“ ადმინისტრაციას.
თანხის დაბრუნების პროცესს შესაძლოა დასჭირდეს 10 სამუშაო დღე, რაც მოიცავს თქვენი მოთხოვნის დამუშავებს და საბანკო პროცედურების ორგანიზებას..
3. არალეგიტიმური თანხის დაბრუნება
თუ აღმოჩნდება, რომ თანხის დაბრუნება მოთხოვნილია მე-3 პირის მიერ ტყუილი ინფორმაციის საფუძველზე, მაშინ „ბანაკი ერუდიტი“ იტოვებს უფლებას შეწყვიტოს თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვა და დამატებით ინფორმაცია მიაწოდოს ყალბი თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ ჩვენს სისტემებში რეალურად ტრანზაქციის განმხროციელებლ ავთენტურ და იდენთიფიცირებულ პირს.
4. თანხის დაბრუნება გადახდილი ბარათის გზით
თუ გადახდა განხორციელდა ბარათით, თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმავე ბარათზე.
5. მესამე პირის მიერ უკანონოდ თანხის გადახდა
თუ თქვენი საბანკო მონაცემების საფუძველზე მესამე პირმა ისარგებლა ბოროტად და გადახდა განახორციელა ჩვენს გადახდის არხების მეშვეობით გთხოვთ ტრანზაქციიდან 48 საათის (არასამუშაო დღეების შემთხევავში მომდევნო სამუშაო დღეს), აცნობოთ ტრანზაქციის შესახებ „ბანაკი ერუდიტის“ ადმინისტრაციას.
მესამე პირის მიერ თვქნი სბაანკო მონაცემების თქვენი ნებართვის გარეშე გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ, ასევე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ თქვენს მომსახურე ბანკს ცხელი ხაზის ან სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხებით.
6. თანხის დაბრუნების გამონაკლისები
„ბანაკი ერუდიტი“ იტოვებს უფლებას, მომხმარებელის მოთხოვნა თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილოს იმ შემთხევაში თუ:
მომხმარებელს უკვე გაეწია შესაბამისი საბანაკო მომსახურება;
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა არ შეასრულა საბანაკო წესდებით განსაზღვრული მოთხოვნები;
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე 2-ჯერ ისარგებლა ჩვენი თანხის დაბრუნების სისტემებით.
6. კონტაქტი
თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ თანხის დაბრუნების პროცედურის დაწყება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
info@camp.edu.ge.
ან ჩვენს ვებ-საიტზე: WWW.CAMP.EDU.GE მითითებული სხვა ალტერნატიული საკონტაქტო საშუალებებით.