top of page

ლევან გათიაშვილი

Kamp Fotoğraf Galerisi

პროექტის მენეჯერი

ლაშქრობა, ქემფინგი, სამეცნიერო ნაშრომების კითხვა.

Kamp Fotoğraf Galerisi

2014 წლიდან ლიდერის სტატუსით ვმონაწილეობ სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკებსა და კონფერენციებში.
მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, დარგთან მიმართებით მაქვს გამომუშავებული საჭირო უნარ-ჩვევები რაც ჩემს საბანაკო ცხოვრებაში ჩართვას კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდის.

Kamp Fotoğraf Galerisi

არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს “ერუდიტის” თუ სხვა ორგანიზაციის ბანაკი.
ბანაკისგან მთავარი, რაც შეიძლება მიიღო, ეს არის საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და ბავშვებთან ურთიერთობა, მათი შეხედულებების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
ბანაკის თითოეული მონაწილე არის პოტენციური ლიდერი, ხოლო მის სრულფასოვან ლიდერად გარდასახვაში უკვე დიდ როლს ვასრულებთ ჩვენ, ბანაკის ლიდერები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
ვფიქრობ, რომ მთავარი სარგებელი, რაც შეიძლება ბანაკმა და ზოგადად ახალგაზრდულმა პროექტებმა მოიტანოს, არიან ახალი ადამიანები. აქტიური ახალგაზრდების გამოვლენა, რომლებიც საბოლოოდ გახდებიან ლიდერები არა მხოლოდ საბანაკო სივრცეში, არამედ მათ რაიონებში, რეგიონებში და სხვადასხვა თემში მნიშვნელოვანია.

Kamp Fotoğraf Galerisi

მაქვს სხვადასხვა ბანაკებში მრავალწლიანი გამოცდილება.
2008 წელს სპეციალურად “აგვისტოს ომთან” დაკავშირებით გორში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სახელმწიფომ მოაწყო 10 დღიანი ახალგაზრდული ბანაკი.
ჩემი პირველი საბანაკო გამოცდილებაც სწორედაც, რომ აღნიშნულ 2008 წლის ბანაკით იწყება.
მას შემდეგ ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში 5-6 ჯერ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სახის, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ბანაკებში.

თითოეული ბანაკი არის დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო, მაგრამ მენეჯმენტის თვალით რომ შევხედოთ, თითოეულ ბანაკს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ფაზა.

ზოგიერთი ბანაკის პროგრამა მოიცავდა სასწავლო რესურსებს და ფაქტობრივად აქტიური დღის 80-90% ეთმობოდა მხოლოდ ლექციებს, სემინარებს და სხვა სასწავლო მასალებს რაც ჩემთვის,როგორც ბანაკის მონაწილისთვის, ნაწილობრ მოსაწყენიც კი იყო.

ზოგიერთი ბანაკი პირიქით იყო, მხოლოდ გასართობი აქტივობებით დატვირთული და რაიმე ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები ფაქტობრივად არ ტარდებოდა.
დროს ვატარებდით მხიარულად, მაგრამ რაიმე ტიპის დამატებითი ცოდნა ბანაკიდან არ მოგვქონდა.

იყო ბანაკები, სადაც თითქოს ზემოხსენებული ორი ასპექტი ბალანსდებოდა, მაგრამ რეალურად ეს იყო მხოლოდ ფორმალური ნაწილი, ფაქტობრივ ნაწილში ვერ ხდებოდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტულ-გასართობი ღონისძიებების/აქტივობების ერთ პროგრამაში ჰარმონიულად შერწყმა.

მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე, რომ თავად შემექმნა სივრცე და ორგანიზაცია, რომელიც უპასუხებდა იმ გამოწვევებს, რომლებსაც მე ვხვდებოდი სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში და ბანაკებში.
დღეის მდგომარეობით, ასეთი სივრცე და ორგანიზაცია უკვე შევქმენით და მას “ერუდიტი” ეწოდება.
ძალიან მალე დავიმსახურეთ საზოგადოების მოწონება და რაც მთავარია, ჩვენს ბანაკებში მონაწილეების 95% არის კმაყოფილი.
“ერუდიტს” ბანაკებს უკვე აქვს 3 წლიანი ისტორია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად მუდმივად განვაგრძობთ ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას.

Kamp Fotoğraf Galerisi

Kamp Fotoğraf Galerisi

კომენტარი
5 üzerinden 0 yıldız
Henüz hiç puanlama yok

შეფასება
Fikirlerinizi Paylaşınİlk yorumu siz yazın.
simge-1.webp

Hakkımızda

Bilgili eğlenceli-bilişsel,
En iyi puan alan
Gürcistan'da gençlik kampı.

simge-2.webp

Adres

Borjomi Belediyesi/
Bakuriani kasabası/
9 Nisan Caddesi N5

simge-3.webp

Temas etmek

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

Haberleri ilk siz duyun.

Adınızı ve telefon numaranızı girin.
Herhangi bir haberi size SMS yoluyla ileteceğiz.

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

Bilgili eğlenceli-bilişsel,
En iyi puan alan
Gürcistan'da gençlik kampı.

Adınızı ve telefon numaranızı girin.
Herhangi bir haberi size SMS yoluyla ileteceğiz.

bottom of page