top of page

რეგისტრაცია

ზამთრის ბანაკი 2025 - 2026

შეგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ ზამთრის ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ნაკადებში:

  • 28-29-30 ნოემბერი (3 დღე) ;

  • 26-27-28-29-30 დეკემბერი (5 დღე).

ბანაკში მონაწილეობის საფასური:

  • 3 დღიანი ბანაკის საფასური შეადგენს 150 ლარს;

  • 5 დღიანი ბანაკის საფასური შეადგენს 300 ლარს.

ტრანსპორტირება

  • თბიილისიდან, მცხეთიდან, გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან ან ბორჯომიდან წამოსვლის შემთხვევაში ბანაკის საფასურს ემატება 30 ლარი, რაც მოიცავს ორმხხრივ ტრანსპორტირებას და ამ თანხის ორჯერ გადახდა არ მოგიწევთ.

  • ბათუმიდან, ქობულეთიდან, გრიგოლეთიდან, ლანჩხუთიდან, ქუთაისიდან ან ზესტაფონიდან წამოსვლის შემთხვევაში ბანაკის საფასურს ემატება 60 ლარი, რაც მოიცავს ორმხხრივ ტრანსპორტირებას და ამ თანხის ორჯერ გადახდა არ მოგიწევთ.

  • თუ არ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი ტრანსპორტირებით თქვენ შეგიძლიათ თავად ჩამობრძანდეთ ბაკურიანში და ბანაკის დასრულების შემდეგ თქვენივე რესურსებით დაბრუნდეთ უკან, ამ შემთხვევაში ბუნებრივია გადაიხდით მხოლოდ ბანაკის საფასურს.

დამატებითი მომსახურება

  • ბანაკი ტარდება სამთო-სათხილამურო კურორტზე ბუნებრივია მონაწილეთა უმრავლეოსბას შესაძლოა უნდოდეს თხილამურებით სრიალი, გაითვალისწინეთ, რომ ბანაკის საფასურში არ შედის თხილამურების თანხა, მაგრამ ჩვენი ბანაკელებისთვის მოქმედებს ექსკლუზიური ფასდაკლება და 1 დღით თხილამურების დაქირავებას 50 ლარის ნაცვლად მხოლოდ 15 ლარად შეძლებთ.

  • ვითვალისწინებთ ფაქტს, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ არ იცის თხილამურების კარგად მართვა შესაბამისად უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური გათვალისწინებით ბანაკის მონაწილეები ისრიალებენ „ოცდახუთიანების“ სასრიალო ტრასებზე, სადაც სასრიალო საბაგიროს ღირებულება არის: 1 ასვლა = 2 ლარი.

  • გაითვალისწინეთ, რომ ბანაკის საფასურში არ შედის თხილამურების ინსტრუქტორის თანხა, მაგრამ ჩვენი ბანაკელებისთვის მოქმედებს ექსკლუზიური ფასდაკლება და ინსტრუქტორის დაქირავებას 100 ლარის ნაცვლად მხოლოდ 50 ლარად შეძლებთ.

საინტერესო ინფორმაცია

  • ბანაკის მონაწილეები სასრიალო ტრასებზე გაგვყვავს დღეში მინიმუმ 2 საათით (მონაწილეს უფლება აქვს არ წამოვიდეს სასრიალოდ და დარჩეს სასტუმროში ბანაკის ლიდერებთან ერთად).

  • თუ მონაწილეს არ სჭირდება ინსტრუქტორის დაქირავება დღეში საშუალოდ სასრიალოდ დასჭირდება 35 ლარი.
    15 თხილამურების დაქირავება;
    20 ლარი სასრიალო საბაგირო (10 ასვლა).

  • თუ მონაწილეს ესაჭიროება ინსტრუქტორი მისი დაქირავება მხოლოდ ერთხელ მოუწევს, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ ინსტრუქტორებთან, რომლებიც იძლევიან გარანტიას, რომ მონაწილეს 1 საათში შეასწავლიან თხილამურების მართვას.

დამატებითი ინფორმაცია

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი ტრანსპორტის მომსახურებით აღნიშნულ შემთხვევაში ტრანსპორტირების თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ბანაკი ერუდიტის“ ანგარიშზე ბანაკის საფასურთან ერთად.

თხილამურების, სასრიალო საბაგიროს და ინსტრუქტორის თანხის ჩარიცხვა არ ხდება „ბანაკი ერუდიტის“ ანგარიშზე, რადგან:

  • არ ვიცით მონაწილეს კონკრეტულად რა მომსახურება სჭირდება;

  • არ ვიცით მონაწილე რამდენჯერ გადაწყვეტს სასრიალო საბაგიროს გამოყენებას;

  • არ ვიცით მონაწილე ბანაკის მიმდინარეობისას რამდენჯერ წამოვა სასრიალოდ;

  • წინასწარ არ ვიცით როგორი ამინდები იქნება, შესაძლოა რომელიმე დღეს საერთოდ არ იყოს სრიალი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ სასრიალო დეტალებთან დაკავშირებული თანხები მონაწილეს გამოატანოთ ან ნაღდი ფულის სახით ან საბანკო პლასტიკური ბარათით.

თუ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია,

რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით და კვლავ შეგატყობინებთ დამატებით დეტალებს.

გისურვებთ წარმატებას

#შევხვდებით_ბანაკში

icon-1.webp

About us

Erudite entertaining-cognitive,
Top rated
Youth camp in Georgia.

icon-2.webp

Address

Borjomi Municipality/
Bakuriani town/
9 April Street N5

icon-3.webp

Contact

INFO@CAMP.EDU.GE
+995 533 33 21 33
+995 599 24 12 61

Be the first to hear the news.

Enter your name and phone number.
We will send you any news via SMS.

სად გსურთ მიიღოთ სიახლეებზე ინფორმაცია ?

აირჩიეთ ერთ-ერთი
ელ-ფოსტა (MAIL)
ტელეფონი (SMS)

Enter your name and phone number.
We will send you any news via SMS.

bottom of page