.png)
ტრანსპორტირება
ბანაკის უსაფრთხოება იწყება მონაწილეთა ტრანსპორტირებით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს ყველა უსაფრთოების სტანდარტს:
-
მძღოლებს აქვთ ბავშვთა ჯგუფების გადაყვანის მრავალწლიანი გამოცდილება;
-
ტრანსპორტს გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება;
-
ტრანსპორტში სავარძლების რაოდენობა პროპორციულია ბანაკის მონაწილეთა რაოდენობის;
-
ტრანსპორტი აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო სისტემით და სეზონური საბურავებით;
-
ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
ტრანსპორტს გააჩნია საავარიო გასასვლელი;
-
ტრასპორტი აღჭურვილია ცეცხლმაქრით და სხვა საჭირო ნივთებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ბანაკის მონაწილეები მგზავრობენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.
საცხოვრებელი სივრცე
ბანაკის მიმდინარეობისას უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია.
აუცილებელია, სივრცე, სადაც მონაწილეები განთავსდებიან ბანაკის მიმდინარეობისას იყოს დაცული და კომფორტული.
ყოველივე აღნიშულიდან გამომდიარე მუდმივად ხდება ბანაკის საცხოვრებელ სივრცეში სხვადასხვა სახის, როგორც სარემონტო, ასევე პროფილაკტიკური სამუშაოები.
შეიქმნა და დაიხვეწა, როგორც საცხოვრებელი სივრცის შიდა ტერიტორიაზე, ასევე მის პერიმეტრზე სხვადასხვა სახის უსაფრთხობის სისტემები
სივრცე, სადაც მონაწილეები განთავსდებიან ბანაკის პროცესში აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს:
-
საცხოვრებელი ოთახები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ცენტრალური გათბობით, ხანძარ საწინააღმდეგო სენსორებით და სხვა ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარით.
-
საცხოვრებელი სივრცის, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი (გარდა საძინებლებისა და სველი წერილებისა) აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერებით და მოძრაობის სენსორებით;
-
საცხოვრებელი სივრცის სრულ პერიმეტრზე გამართულად ფუნქციონირებს უსადენო ინტერნეტი (WI-FI);
-
საცხოვრებელი სივრცე სრულიად აკმაყოფილებს ხანძარ საწინააღმდეგო პროტოკოლს, სივრცეში გვხვდება ცეცხლმაქრები, საევაკუაციო გასასვლელი, საევაკუაციო გეგმა, ბუნებრივი ან მხუთავი აირის გაჟონვის დასადგენი ავტომატური სისტემა;
-
ბანაკის მონაწილეთა უსაფრთხოების და ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებიდან გამომდინარე, მონაწილეთა ოთახებში გადანაწილებისას ვითვალისწინებთ მათ სქესსა და ასაკს.
ბანაკის ადმისტრაცია
ბანაკის უსაფრთხოებაზე, მონაწილეთა ჯანმრთელობასა და ყველა სხვა საკითხ ზე სრულიად იღებს პასუხისმგებლობას „პროგრამა ერუდიტის“ ადმინისტრაცია და ლიდერთა ჯგუფი.
ერუდიტის ბანაკის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური კადრებით, რომლებსაც აქვთ საბანაკე ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება.
ლიდერი არის ბანაკის ადმინისტრაციის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას.
ბანაკის ლიდე რი არის პირი, რომელსაც აქვს ბანაკში ყოფნის დიდი გამოცდილება, ცნობს ყველა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ საკითხს.
აღსანიშნავია, რომ „ერუდიტი“ მუდმივად ცდილობს ბანაკის მონაწილეებს შორის გამოარჩიოს მონდომებული, ნიჭიერი და მაღალი პასუხიმგბელობის მქონე ახალგაზრდები.
ახალგაზრდებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი გახდნენ „ერუდიტის“ გუნდის წევრები და დააკმაყოფილებენ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს, ვთავაზობთ სპეციალურ გადამზადების პროგრამას, როგორიცაა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები შემდეგ თემებზე:
-
პირველადი სამედიცინო დახმარება;
-
ექსტრემალური სიტუაციების მართვა;
-
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია;
-
შ.შ.მ ბავშვებთან ადაპტირებული მუშაობა.
შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს „ბანაკის ლიდერის“ სტატუსით.
სამედიც ინო უსაფრთხოება
-
ბანაკის ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
საცხოვრებელი სივრცე აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
-
ბანაკის ლიდერები გადამზადებულები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;
-
ბანაკის ადმინისტრაცია გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;
-
საცხოვრებელი სივრციდან 750 მეტრის მანძილზე მდებარეობს ადგილობრივი საავადმყოფო;
-
„ერუდიტის“ ადმინისტრაცია მყისიერად ახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე და საჭიროების შემთხვევაში ხდება 112-თან დაკავშირება.
ბანაკის უსაფრთხოების პროტოკოლი
ჩვენთვის პრიორიტეტულია ბანაკის მონაწილეთა უსაფრთხოების მუდმივი დაცვა.
ბანაკის დაარსების დღიდან მუდმივად ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნორმებს და ტექნიკურ დეტალებს: